გეოგრაფიის 2015 წლის საატესტატო გამოცდების ნიმუშები.
1. საწყისი მერიდიანიდან რომელ ნახევარსფეროში მდებარეობს
ინდოეთი?
ა) ჩრდილოეთ
ბ) სამხრეთ
გ) აღმოსავლეთ
დ) დასავლეთ
2. რომელი ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული ,,ჰუმანური
განვითარების ინდექსი“?
ა) ნატო
ბ) გაერო
გ) ევროკავშირი
დ) ევროპის საბჭო
3. რომელი ექსპედიციის შედეგად დადასტურდა მსოფლიო ოკეანის
ერთიანობა?
ა) ქრისტეფორე კოლუმბის
ბ) ფერნანდო მაგელანის
გ) ვასკო და გამას
დ) ამერიგო ვესპუჩის
4. ზესტაფონის შეროშენადნობთა ქარხანა რომელ საბადოს ბაზაზე
აშენდა?
ა) ჭიათურის
ბ) ტყიბულის
გ) ტყვარჩელის
დ) შაორის
5. გეოგრაფიის რომელი დარგი შეისწავლის რელიეფს?
ა) ლიმნოლოგია
ბ) სპალეოლოგია
გ) გეომორფოლოგია
დ) მეტეოროლოგია
6. რას გულისხმობს პეტროგენული რელიეფი?
ა) ძველი გამყინვარების ფორმებს
ბ) ქანებს და მოქანავე ლოდებს
გ) ნიადაგურ-მცენარეულ საფარს
დ) ქანების გადარეცხვას
7. რომელი მხრიდან არ ხდება საქართველოში ჰაერის მასების შემოჭრა?
ა) ჩრდილოეთიდან
ბ) აღმოსავლეთიდან
გ) სამხრეთიდან
დ) დასავლეთიდან
8. სად არის დაფიქსირებული საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის
აბსოლუტური მინიმუმი?
ა. სოფელ ლათაში
ბ. სოფელ ჭარნალში
გ. ყაზბეგის მაღალმთიან მეტეოსადგურზე
დ. ქუთაისში
9. რომელია საქართველოს მდინარეების მთავარი წყალგამყოფი ქედი?
ა. ლიხის
ბ. ეგრისის
გ. ბზიფის
დ. ნიალისყურის
10. რომელია საქართველოს ფარგლებში ყველაზე ენერგეტიკული
მდინარე?
ა. მტკვარი
ბ. რიონი
გ. ალაზანი
დ. ენგური